„გროზნოს ანგელოზი” – ისტორიები ჩეჩნეთიდან

groznos-angelozi-500x500ყველა ადამიანს გმირობა განსხვავებულად ესმის, ზოგს ეს სამშობლოსთვის თავის გაწირვა ჰგონია, ზოგს კიდევ სხვისი სიცოცხლის გადარჩენა. ჩემთვის გმირი ნორვეგიელი ჟურნალისტი ოსნე საიეშტადია, რომელმაც მთელ მსოფლიოს ჩეჩნეთზე სიმართლე მთელი სიცხადით დაანახა.

„გროზნოს ანგელოზი” ადამიანური ტრაგედიებით სავსე წიგნია. ესაა წიგნი, რომელიც ორი ქვეყნის მტრობის შესახებ სიმართლეს გვიყვება. ჟურნალისტი ახერხებს და ერთდოულად გვიყვება – ომზე, პოლიტიკაზე, ძალაუფლებაზე, ტრადიციებზე, ტრაგედიებზე და ქალთა უფლებებზე.

ჩეჩნეთის შესახებ ჩნაწერების კეთება ნორვეგიელმა ჟურნალისტმა და მწერალმა ჯერ კიდევ 90-იან წლებში, რუსეთ-ჩეჩენეთის პირველი ომის პერიოდში დაიწყო. როდესაც მოსკოვში ინფორმაციის მოპოვება გართულდა,  24 წლის  ჟურნალისტმა თამამი ნაბიჯი გადადგა და საომარ ზონაში ჩავიდა.

“დედა, რომელმაც არაფერი არ იცოდა თავისი ქმრის ადგილსამყოფელის შესახებ. ისიც კი არ იცოდა თავისი შვილის მამა ცოცხალი თუ იყო. მეორე დედა, რომელსაც ერთი შვილი დაეკარგა და და მეორეს დაბადებას ელოდა.”  – ოსნეს პირველი რეპორტაჟები ჩეჩნეთიდან სწორედ ამ თემებს ეხებოდა. თემური ბიძასთან და დასთან ერთად ცხოვრობს. ყოველ საღამოს ბიძა გარეთ აგდებს, რათა თავის დასთან მარტო დატოვოს. თემურსა და ლიანას ბიძისგან ხშირად ხვდებოდათ.  ფულს თუ არ მიუტანდნენ ბიძა გასაროზგად შიშველ კაბელს იყენებდა. და-ძმას მშობლები ომმა წაართვა, ამიტომ იძულებულები არიან ბიძასთნა დარჩნენ. მიუხედავად იმისა რომ ამ საშინელ ყოფას ორივე მათგანმა თავი დაახწია. მოგონებები სამუდამოდ მათთან რჩება.

10 წლის შემდეგ ჟურნალისტმა ჩეჩნეთში დაბრუნება გადაწყვიტა.იმ პერიოდში ჩეჩნეთში შესვლა მკაცრად კონტროლდებოდა, ჟურნალისტებს კი სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა. ნებართვის მიღების შემთხვევაშიც მათ თავისუფლად გადაადგილება შეზღუდული ჰქონდათ. სწორედ ამიტომ ოსნემ გადაწყვიტა ქვეყანაში საკუთარი გზებით შეეხწია. ჩეჩენი ქალის როლი იდეალურდ მოირგო და 34 წლის ჟურნალისტი ქვეყანაში შეიპარა.

ოსნეს მთავარი ღირსება ისაა, რომ მოვლენებს აღწერს იქიდანაც სადაც ნებართვით შედის და იქიდანაც სადაც იპარება. მას ყველგან უმტკიცებენ, რომ ქვეყანაში დემოკრატია სუფევს და განვითარების გზაზე დგას. თუმცა ოსნე ახერხებს და ლამაზად შეფუთულ სინამდვილეს  მთელი სიცხადით გვაჩვენებს.

წიგნის ბოლოს ავტორი რუსეთი უბრალო მოქალაქეების  შეხედულებებზზე გვიყვება. რუსებს სძულთ ჩეჩნები, ისინი ტერორისტები და დამნაშავეები ჰგონიათ, მაშინ როდესაც ისინი უბრალოდ თავიანთი ქვეყნისთვის იბრძოდნენ.

Posted in ლიტერატურა | Tagged , , , , , | დატოვე კომენტარი

მიშელ უელბეკის „რუკა და ტერიტორია“

მიშელ უელბეკი - რუკა და ტერიტორია  1დიდხანს ვფიქრობდი რის შესახებაა მიშელ უელბეკის „რუკა და ტერიტორია“, ავტორი წიგნში მამა შვილის ურთიერთობასაც ეხება, შესაძლოა ბიოგრაფიულადაც მივიჩნიოთ, ან წარუმატებულ სიყვარულის ერთ-ერთ ნიმუშად, ზოგიერთმა კი შესაძლოა იფიქროს, რომ წიგნი პროფესიულ წინსვლაზეა, თუმცა ჩემთვის „რუკა და ტერიტორია“ ცოტა  მარტოობაზე და ცოტაც ირონიაზე დაწერილი რომანია.

რომანის თითოეულ გმირს, მიუხედავად მათი პროფესიული წინსვლისა, მარტოობა მთელი ცხოვრების განმავლობაში თან სდევთ, მთელი არსებით ეხვევა და კლანჭებს არ აშორებს.

რომანის მთავარი გმირი ხელოვანი ჟედ მარტენია, რომელიც სახელს ფირმა „მიშლენის“ რუკების ფოტოგრაფობით გაითქვამს. ცოტახანში ჟედს ფოტოგრაფია მოსწყინდება და მხატვრობაში გადაინაცვლებს.

რომანში ავტორმა  საკუთარი თავიც  ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად გამოიყვანა, რომელსაც წარმოუდგენელი სისასტიკით კლავენ და ანაწევრებენ, იმ ბანალური მიზეზით, რისთვისაც კაცობრიობის ისტორიაში ადამიანები ერთმანეთს ხოცავდნენ. ამის გარდა, რომანში ფრედერიკ ბეგბედერსაც შეხვდებით.

“აა, ეს თქვენ ხართ? – როგორც იყო მოიცალა და ჟედს მიმართა ბეგბედერმა, თან მოუსვენარი ჟინით პირდაპირ თვალებში შეხედა – ის მართლაც ჰგავდა რუსული რომანების გმირს, ჟანრიდან „რაზუმიხინი, ყოფილი სტუდენტი“, თუმცა მისი თვალებიდან კოკაინის ბოროტად გამოყენების კვალი უფრო ჩანდა, ვიდრე რელიგიური გულმოდგინება. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს? – გაიფიქრა ჟედმა.” 

e1839be18398e183a8e18394e1839a-e183a3e18394e1839ae18391e18394e18399e18398-e1839be183a3e1839ce183afe18398-e18399e18398e1839ce1839d

უელბეკისა და ჟედ მარტენის შეხვედრის მიზეზი ამ უკანასკნელის გამოფენა გახდება. მარტენი გადაწყვეტს, რომ მისი გამოფენისთვის კატალოგის ტექსტი უელბეკს დააწერინოს. როდესაც მხატვარი მასთან ჩადის და საკუთარი ნამუშევრების შეფასების დაწერას სთხოვს, მას ხვდება  ავტორი, რომელიც ყველასთვის მიტოვებულია.

ერთხელ ყველას ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი, რომელთანაც თავს  მარტო არ იგრძნობთ. ისეთი ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, თუმცა შენ მაინც უშვებ, ისე რომ უკან დასახევ გზას  არ იტოვებ ან არ გინდა რომ დაიტოვო.

რომანის მთავარ გმირსაც ასე დაემართა, ჟედმა ოლგა ისე გაუშვა, რომ მისთვის არც დაურეკვას, არადა უყვარდა. თავი დააჯერა, რომ ასეც უნდა მომხდარიყო.

მიშელ უელბეკი - რუკა და ტერიტორია 2მოგვიანებით ჟედ მარტენი ფოტოაპარატს ხელმეორედ იღებს და ტექნიკის გადაღებას იწყებს. ბოლო 15 წლის განმავლობაში სწორედ ამ საქმით იყო დაკავბული, ბოლოს კი უამრავი უცნაური კადრი დაუგროვდა

მხატვარმა და ხელოვანმა, მამამისის მსგვასად  კიბომ და მარტოობამ მოუღო ბოლო. ამავე პერიოდში ჟედმა ვიდეოზე, იმ ადამიანების ფოტოების გადატანა დაიწყო, რომელსაც ოდესღაც იცნობდა და ვისი სურათიც ხელთ აღმოაჩნდა.

სიკვდილი  წინ მხოლოდ თხიერ საკვებზე იყო გადასული. „საღამოობით ექთანი მოდიოდა და მორფს უკეთებდა. დილით შედარებით უკეთ ხდებოდა, ასე რომ ბოლო წუთამდე, დღეში ორი-სამი საათი შრომის უნარი შეინარჩუნა“

ასე გამოემშვიდობა ჟედ მარტები სიცოცლეს და როგორც ავტორი წერს სიცოცხლეს, რომელსაც ვერასდროს შეეთვისა.

“აქ გამოთქმულ აზრებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ პერსონაჟებს ეკისრებათ; მოკლედ რომ ვთქვათ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მხატვრული ნაწარმოებია.”

 

 

 

 

Posted in ლიტერატურა | Tagged , , , , , , | დატოვე კომენტარი

უმბერტო ეკო

Umberto_Eco_1984

უმბერტკო ეკო

ჩემი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი იტალიელი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი და მწერალი უმბერტო ეკოა, რომელიც რამდენიმე დღის წინ 84 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. პირადად ჩემთვის ეკო ერთ-ერთი გამორჩეული მწერალია, მისი ნაწარმოებები კი არამარტო სასიამოვნო წასაკითხია, არამედ სავალდებულო.

გახმაურებული ბესტსელერის „ვარდის სახელის” ავტორი 1932 წელს პატარა ქალაქ ალესანდრიაში დაიბადა. ლიტერატურული მოღვაწეობა კი 1980 წელს დაიწყო. მისი პირველი რომანი, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოუტანა სწორედ ყველასთვის ცნობილი „ვარდის სახელია”. ეს არის ტექ­ს­ტი, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნი­ვით მას­შ­ტა­ბუ­რი, გო­თი­კუ­რი რო­მა­ნი­ვით პირ­ქუ­ში და დე­ტექ­ტი­ვი­ვით მძაფ­რია. მოქ­მე­დე­ბა 1327 წელს იტა­ლი­ის ჩრდი­ლო-და­სავლე თით მდე­ბა­რე ბე­ნე­დიქ­ტელ­თა მო­ნას­ტერ­ში ხდე­ბა.

მისი მეორე ნაწამოები „ფუკოს ქანქარა” 1988 წელს გამოიცა. მას მოჰყვა: „გუშინწინდელი დღის კუნძული”, „ბაუდოლინო”, „თაგვი ან ვირთხა”, „დედოფალ ლოანას იდუმალი ცეცხლი”,  და „პრაღის სასაფლაო”. მისი ბოლო რომანი „ნომერი ზერო” 2015 წელს გამოიცა.

უმბერტო ეკოს მამა მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა და შესაბამისად მათ ოჯახს მატერიალურად არ ულხინდათ. მშობლები ბავშობიდანვე იურისტობას ურჩევნენ, თუმცა უმბერტომ საბუთბი ტურინის უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრაზე შეიტანა და შუა საუკუნეების ფილოსოფიისა და ლიტერატურის შესწავლა დაიწყო. ლიტერტურული მოღვაწეობის დაწყებამდე ეკო ახალ მეცნიერების, სემიოტიკის იდეებს დებდა საკუთარ ნაშრომებში.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, 1962 წელს უმბერტო ეკომ რენატე რამგეზე იქორწინა.  მათ  ერთი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავთ.

28iht-eco28-pic-master675.jpg

200905181128l

4256

 

 

 

 

 

Posted in მწერალი | Tagged , , , , , | დატოვე კომენტარი

ჯეკ კერუაკის – გზაზე

54ecc7de964b4„ჯერ კიდევ დიდი გზა გვქონდა გასავლელი. მერე რა, გზა ხომ ცხოვრებაა.”

დაუგეგმავად არასდროს არსად არ  წავსულვარ, ყოველთვის წინასწარ მაქვს გაწერილი როდის წავალ, სადა წავალ და უკან როდის დავბრუნდები.

ამიტომ ერთხელ ცხოვრებაში უნდა ჩაალაგო ჩემოდანი და უმისამართოდ სადმე წახვიდე. სანამ ჩემს დაუგეგმავ მოგზაურობაში წასვლას მოვახერხებ, მანამდე ჯეკ კერუაკის „გზაზე” ვიმოგზაურე. სალ ფარადაიზს გავყევი, რომელსაც გზაზე ბევრი თავგადასავალი შეხვდა, თუმცა საბოლოოდ თავის მეგობარ დინ მორიატთან მიმიყვანა. ყველაზე გიჟ ადამიანთან, რომელსაც ცხოვრება სიგიჟემდე სურდა.

„მხოლოდ გიჟებს ვთვლი ადამიანებად, ვისაც სიგიჟემდე უნდა იცხოვროს, ვინც შეშლილივით გელაპარაკება, ვისაც გაგიჟებით უნდა შეამჩნიონ და თან ყველაფერს დახარბებულია, ყველაფერი ერთბაშად უნდა მიიღოს. ისინი არასოდეს ამთქნარებენ მოწყენილობისაგან და არც გაცვეთილი ფრაზებით ლაპარაკობენ. მხოლოდ იწვიან, იწვიან, იწვიან რომაული ყვითლი სანთლებივით და მერე ფეთქდებიან, რათა ვარსკვლავებს ობობას ქსელის მაგვარი შუქი მოაფრქვიონ.”

neal-cassadykerouacვინც ერთხელ მაინც არ წასულა უმიზნოდ გზაზე, ვერასოდეს ვერ გაიგებს უკანასკნელი  15 დოლარის ფასს, ვერასოდეს ილაპრაკებს მგზნებარედ და არასდროს აღტაცებული შეძახილი არ წამოცდება. დინის მსგავსად სამყარო მივიღოთ ისეთი, როგორიც არის –  გადაუმუშავებელი და უფრო მეტ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ.

აკეთეთ რაც გსურთ, წადით სადაც გინდათ, მერე რა რომ საკმარისი ფული არ გაქვთ, ეს დაბრკოლება არ არის. მთავარია ცხოვრება გაგიჟებით გსურდეთ, გადადეთ სხვებს ცხოვრრების სიყვარული, დაავადმყოფეთ მოგზაურობით. თორემ დრო საშინლად სწრაფად გადის.

„ცხოვრება წმინდა რამ არის, მისი ყოველი წუთი ძვირფასია.”

„არაფრის მთქმელი, დიდი, შავი თვალებით დამაკვირდა, სინანულით, რომელიც უკვე თაობებს სისხლში ჰქონდათ გამჯდარი, რომ არ გააკეთა ის, რის გაკეთებაც წარმოუდგენლად უნდოდა”

სინამდვილეში ჯეკ კერუაკის„გზაზე” რეალური პერონაჟების ისტორიაა, სალ ფარადაიზი და ჯეკ კერუაკი ერთი და იგივე ადამიანები არიან, ავტორი თავის გზაზე მოგზაურობაზე გვიყვება.

რომანი ძალიან სწრაფად – სამ კვირაში დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ მოახერხა.

r05bf

კადრი ფილმიდან „გზაზე”

 

Posted in ლიტერატურა | Tagged , , , , | 1 კომენტარი

ჰარუკი მურაკამი

 

murakami, haruki

ჰარუკი მურაკამი

„კაფკა პლაჟზე”, „ნადირობა ცხვარზე”,  „სამხრეთით, საზღრის მიღმა, მზის დასავლეთით” „ნორვეგიული ტყე”  და კიდევ სხვა ბევრი საინტერესო, უჩვეულო და ცოტა მისტიური ამბების ავტორი იაპონელი მწერალი ჰარუკი მურაკამია, რომელიც ქალაქ კიოტოსი დაიბადა. ახალგაზრდობა კი კობეში გაატარა.

მურაკამმა  მომავალი მეუღლე იოკო ვასედას უნივერსიტეტში გაიცნო, სადაც ის თეატრალურ ხელოვნებას სწავლობდა. პირველი სამსახური აუდიოდისკების მაღაზიაში დაიწყო.  25 წლის ჰარუკი მურაკამიმ კოკობუნძიში  1974 წელს ჯაზ-ბარი „Peter Cat“ გახსნა. 1978 წელს ბეისბოლოს თამაშის ყურებისას, უცბად იგრძნო, რომ რომანის დაწერა შეუძლია. ბარის დაკეტვის მერე დიდხანს იჯდა ხოლმე მურაკამი თავისივე ბარშივე და რომანს წერდა, ეს იყო „უსმინე ქარის სიმღერას”, რომელიც 1979 წელს გამოვიდა და  ჯერ ჟურნალ გუნძო-ს პრესტიჟული პრემია ახალბედა ავტორებისთვი მიიღოს, შემდეგ კი ლიტერატურული ჟურნალ ნომა-ს პრემია. ხოლო წლის ბოლოს იგივე წიგნი 150 000 ტირაჟით გაიყიდა. ასე დაიწყო ჰარუკი მურაკამის წარმატებული ლიტერატურული კარიერა.

მურაკამი სტილი თავისუფალი და ადვილად აღსაქმელია, თუმცა ნაწარმოებები სიუჟეტები უჩვეულო  მოვლენებით გამოირჩევა, რაც ამას ასე განსხვავებულს და საინტერესოს ხდის. ბავშობიდან მურაკამი დასავლური კულტურის გავლენას განიცდის, განსაკუთრეით კი დასავლური მუსიკისა და ლიტერატურის. სწორედ მთავარი რამ რითაც ასე იზიდავს ჰარუკი მურაკამი თავის მკითხველს თანამედროვე ენა და აზროვნებაა.

პირველი მოთხრობა იმდენად წარმატებული იყო , რომ 1980 წელს  დაწერა 8a4a6834b3ea66c3cae636f6c1228873მეორე მოთხრობა   „პინბოლი 1973″ დაწერა. 1982 წელს მურაკამი პროფესიონალთა მწერალთა რიგებში შედის. 1987 წელს მისი ახალი რომანი „ნორვეგიული ტყე” გამოვიდა. მას მოჰყვა რომანი „დენს, დენს, დენს”, „ჩიტის ქორნიკის დასრულება”, „კაფკა პლაჟზე” და ა.შ.

დღესდღეობით 60 წლის  ჰარუკი მურაკამი 2001 წლიდან  იაპონიის ერთ პატარა ზღვისპირა ქალაქში , ცოლთან ერთად ცხოვრობს. მისი უახლოესი რომანი „უფერო ცუკურუ ტაზაკი და მისი პილიგრიმობის წლები” 2013 წელს გამოვიდა.

2002 წლიდან მისი რომანები და ნოველები მსოფლიოს 6 ენაზე ითარგმნა, ამით ჰარუკი მურაკამი  პოპულარობა უფრო მეტად გაიზარდა და  გაყიდვები რეკორდულ ციფრებამდე ავიდა.

2006 წელს ფრანც კაფკას ლიტერატურული პრემიით დააჯილდოვეს . ცერემონიაპრაღაში გაიმართა, სადაც  მწერალს  კაფკას ქანდაკება და 10 ათას დოლარიანი ჩეკი გადასცეს.

146

 

Posted in მწერალი | Tagged , , , , | დატოვე კომენტარი

ნიუ-იორკული ტრილოგია

book-cover-auster-new-york“რომანი ექსპერიმენტი”, “რომანი თავსატეხი”, “აბსურდული და ფსიქოლოგიური დეტექტივი” , “მეტადეტექტივი” , “ანტიდეტექტივი”, “მისტერიები მისტერიების შესახებ” – ასე აფასებენ კრიტიკოსები თანამედროვე ამერიკელიმწერლის პოლ ოსტერის ყველაზე პოპულარული ნაწარმოების “ნიუ-იორკული ტრილოგიას”, რომელსაც მრავალი ქვეყნის კრიტიკოსების აღიარება ხვდა წილად

მე რომ მკითხოთ წიგნი რის შესახებაო, გიპასუხებდით, რომ სიგიჟეზეათქო. წიგნის სამივე ნაწილში მთავარი გმირი შეშლილობამდე და სიგიჟემდე მიდის. ერთი შეხედვით სრულიად დამოუკიდებელი სამი რომანი, თავისი დამოუკიდებელი ამბით, მაგრამ  ხვდები, რომ ამ სამ ამბავს  ერთმანეთთა რაღაც აკავშირებთ, თუმცა კავშირი ბოლომდე მყარი არაა. ტრილოგიირ სამი ნაწილი “შუშის ქალაქი”, “აჩრდილები”,  “დაკეტილი ოთახი” სიუჟეტური პარალელებს ქმნის, რომლის პირობითი ცენტრი წარსული აჩრდილებით სავსე ნიუ-იორკია. აქ სივრცით და დროით საზღვარი დარღვეულია, ამ სამყაროში შესული მკითხველი თავს რომანის ერთ-ერთ პერსონაჟადა გრძნობს. 

წიგნის დასასრულს იმის განცდა , რომ ერთ ამბავს კითხულობ, კიდევ უფრო გიმძაფრდება, თუმცა გაურკვევლობა მაინც რჩება. შესამოწმელად  წიგნის ზოგიერთ ნაწილს ახლიდან გადაიკითხავ, სადმე ხომ არ შეცდი და რაიმე შეცდომით, ხომ არ გაიგე. დასასრულს კი  წიგნის გმირივით  რამდენიმე წუთით შეშლილობამდე მიდიხარ და გინდა ამბის კიდევ უფრო ვრცელი ვერსია წაიკითხო.

რამდენიმე წუთში შეშლილობა ქრება და წაკითხულის გააზრებას იწყებ. რომანში მწერალს  თავისი თავი ერთ-ერთ პერსონაჟად გამოჰყავს.  მკითხველი, გმირები და ავტორ ერთობლიობის განცდას ქმნის.

სამივე რომანისთვის თვალთვალია დამახასიათებელი, თუმცა ვინ ვის უთვალთვალებს ძნელი გამოსაცნობი ხდება. მთავარი ამბის პარალელურად კი სხვადასხვა ამბის ჩანართებია, რომელიც რომანს კიდევ უფრო საინტერესოს და დამაფიქრებელს ხდის. ჩანართები კი მთავარი ამბავზე არანაკლებ საინტერესოა.

პოლ ოსტერის წაკითხვით ძალიან ვისიამოვნე, თქვენს გირჩევთ, რომ წაიკითხოთ.

51

Posted in ლიტერატურა | Tagged , , , , | დატოვე კომენტარი

ლოლიტა


filmstill-lolita-1341935894-view-0“ლოლიტა, თეთრკანიანი ქვრივი მამაკაცის აღსარება”
– ასე უწოდებს თავად მწერალი ვლადიმირ ნაბოკოვი რომანს, რომელიც მოწიფული მამაკაცისა და თორმეტი წლის გოგონას საბედისწერო სიყვარულს შეეხება.

„ლოლიტას” კრიტიკოსები ხშირად მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან  მხატვრულ ნაწარმოებად მოიხსენიებდნენ, თავად მწერალს კი ერთ-ერთ გამორჩეულ და სკანდალურ მწერლად აღიარებდნენ.

რომანი ცნობილია, როგორც ეროტიული შინაარსის მქონე, თუმცა ტესქტში უხამს სცენარს ნაკლებად შეხვდებით, თითქმის არაა, თუ არ ჩავთვლით თავად იმ ფაქტს, რომ ფრანგი მასწავლების საყვარელი მისი გერი 12 წლის გოგონაა.

ფრანგულის მასწავლებელს ჰუმბერტს ბავშობაში, შეყვარებული დაეღუპა, მისმა დაკარგვამ  წიგნის გმირზე იმოქმედა და სწორედ მისი ხატება სდევდა თან. ამიტომ პატარა გოგონების მიმართ თავის მიდრეკილებას, სწორედ ამ დაკარგულ სიყვარულს აბრალებდა.

“კვლავ და კვლავ ვფურცლავ ამ უბადრუკ მოგონებებს და განუწყვეტილივ ვეკითხები თავს: ი, იმ შორეულ ზაფხულს ხომ არ დაედო დასაბამისი ბზარს, რომელიც მთელი ჩემს ცხოვრებას გასდევს. ა იქნებ ამ ბალღით მძაფრი გადატაცება თანდაყოლილი გარყვნილების პირველი ნიშანი იყო? როდესაც ვცდილობ, გავერკვე წინანდელ სურვილებში, ზრახვებში, მოქმედებებში, შებრუნებული წარმოსახვის ტყვედ ვიქცევი.” 

Lolita-1997-309

“შეიძლებოდა თუ არა, ჩემ მიერ ნაქურდალ ჟრუანტელს მათ მომავალზე გავლენა მოეხდინა? ის ჩემი იყო – რაც არასოდეს ეცოდინება. კეთილი, მაგრამ ეს თავს ხომ არ იჩენს შემდგომ? რაიმე ვნება ხომ არ მივაყენე გოგონას მომავალ ბედ-იღბალს იმით, რომ მისი ხატება ჩემს იდუმალ ნეტარებაში ჩავრთე?”

ჰუმბერტი ლოლიტას 12 წლის ასაკში  შეხვდა და შეუყვარდა კიდეც. გოგონასთან ახლო ურთიერტობის მწვავე სურვილის გამო, მან ცოლად დედამისი შეირთო. მათი თანაცხოვრების პერიოდში ლოლიტა ბანაკში იმყოფებოდა. მოგვიანებით მისის ჰეიზი, მას შემდეგ, რაც თავისი ქმრის სურვილებს გაიგებს, შემთხვევით ავტოავარიაში იღუპება. სწორედ აქედან იწყება ჰუმბერტისა და ლოლიტას 2 წლიანი მოგზაურობა.

Lolita-1997-521თავდაპირველად  ჰუმბერტი გოგოს საძილე საშუალებით გააბრუებს, თუმცა მთელი
ღამის განმავლობაში ვერ მიეკარება. დილით ლო  კი ჰუმბერტს საკუთარი სურვილით დანებდება.

ლოლიტა ჰუმბერტს  ჩარლისთან მის საზაფხულო გართობების შესახებ უყვება. ჰუმბერტი აღმოაჩენს, რომ მისთვის პირველი მამაკაციც კი არ ყოფილა.

წიგნიდან ვგებულობთ, რომ ჰუმბერტს ლოლიტა გაგიჟებით უყვარს და გამუდმებით ეჭვიანობს, რომ ის მას მიატოვებს. თუმცა, წიგნიდან თავად ლოს გრძნობებსა და განცდებს ვერ ვგებულობთ.  “ლო! ლოლა! ლოლიტა!” – ასე გავყვიროდი ზღრუბლიდან მზიურ შორეთში”. 

DSC_0094

ჰუმბერტს ლოლიტა უყვარს, მას კიდევ გარყვნილი კიულტი უყვარდება, რომელიც მთელი მოგზაურობის განმავლობაში უკან დაყვებათ. სამი წლის შემდეგ ჰუმბერტი აღმოაჩნს, რომ მისი ლო გათხოვდა და ბავშაც ელოდება. თუმცა მისმა ქმარმა, მათ შესახებ არაფერი იცის. ჰუმბერტი ლოს სტუმრობს და უკვე ქალად ქვცეული ნიმფეტი მას ისევ უყვარს, თუმცა ის მასთან დაბრუნებას აღარ აპირებს.

ჰუმბერტი რომანს ციხეში წერს, მას შემდეგ, რაც მან კუილტი მოკლა, რომლის გამოც ლოლიტამ მიატოვა, თუმცა ბოლომდე მასთანაც ყოფილა.

რომანის მიხედვით ფილმის ორი ვერსიაა გადაღებული. ჩემი აზრით, რომანის ზუსტ შინაარს ყველაზე უკეთ 1997 წელს ედრიან ლაინის მიერ გადაღებული ვერსია ასახავს.

lolita_jeremy_irons_adrian_lyne_004_jpg_bape Lolita with Jeremy Irons lolita2

კადრები ფილმიდან „ლოლიტა”

 

Posted in ლიტერატურა | Tagged , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

გაბრიელ გარსია მარკესი

maxresdefault (1)

ჩემი ახალი რუბრიკის პირველი სტუმარი კოლუმბიელი  მწერალი გაბრიელ გარსია მარკესი იქნება. მარკესს გაბრიელი მამამისის მსგავსად დაარქვეს.

“ჯერ სულ პატარა ვიყავი, როცა მშობლებმა პაპისა და ბებიის კმაყოფაზე დამტოვესს” – თავის ბავშობას   მწერალი ასე იხსენებს.

მარკესი მრავალოთახიან სოფულ სახლში ცხოვრობდა, სადაც უფრო მეტი მოჩვენება ცხოვრობდა, ვიცდრე ცოცხალი ადამიანი. საღამოობით ბებია ზღაპრებსა და ჯადოსნურ ისტორიებს უყვებოდა. პაპას კი ხან ცირკსი დაჰყავდა, ხან კიდევ კინოში. ამასთან სამოქალაქო ომის ამბებს უყვებოდა.

markesi13-14 წლის ასაკში დედაქალაქი სტიპენდიის მისარებად გაემგზავრა, რათა სწავლა კოლეჯში გაეგრძელებინა. სტიპენდია მოიოპოვა და კოლეჯიც დაამთავრდა. შემდეგ დედაქალაქის  უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტეზე ჩაირიცხა.

1950 წელს მწერალმა ჟურნალისტობა დაიწყო. 1955 წელს როგორც ” ელ ესპექტადორის” კორესპონდენტი, ჟენევასი, შემდეგ კი პარიში ჩავიდა. პარიზში მოგვიანებით გაიგო, რომ  ” ელ ესპექტადორის” დაიხურა. ამ ამბის გაგების შემდეგ მარკესსმა შვებით ამოისუნთქა, თითქოს გათავისუფლდა.

იმ დროისთვის მწერალი „პოლკოვნიკს არავინ ელოდებაზე” მუშაობდა, რომელსაც საფუძვლად ნამდვილი ამბავი გაეგო. წერის პერიოდს მწერალი ასე იხსნებეს:

” როცა სადილობის დრო მოაწევდა, ჩემი კარადიდან ერთ-რ ასიგნაციას ვიღებდი, მივდიოდი დასანაყრებლად, სფრაფად ვჭამდი და ისევ სამუშაოს ვუბრუნდებოდი. ერთხელ უჯრაში ხელი მოვაფათურე და დავრწმუნდი, რომ შიგ არაფერი იყო. სხვა გზა არ მქონდა დახმარებისთვის მეგობრებისთვის უნდა მიმემართა. ყოველ დილით მერვე სართულიდან ძირს ჩავდიოდი საფოსტო ყუთის სანახავად, მაგრამ მუდამ ცარიელი მხვდებოდა. რა მექნა, ისევ ზევით ავდიოდი და კიდევ ერთ სტრიქონს ვუმატებდი ჩემს რომანს. თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ ჩემს თხოვნას არავინ გამოეხმაურებოდა. “

ასე აღმოჩდა მწერალი სასტუმროს გაყინულ სხვენში, სადაც რომანი დაასრულა კიდდეც.  მხოლოდ რომანის შემდეგ შეძლო სასტურმოს მთელი წლის ვალის გადახდა.

მწერალი 1958 წელს მერსედესზე დაქორწინდა. წყვილს ორი შვილი შეეძინა. მწერალს დიდება რომანმა „მარტოობის ასი წელიწადმა” მოუტანა. თუმცა არა ერთბაშად. რომანს 1965 წელს დაწერა.

„ძალიან ძნელი დრო იყო. ჩვენ უსახკაროდ ვიყავით, მაგრამ სამაგიეროდ ტრაქტორივით ვმუშაობდი. მივხვდი, რომ საქმე კარგად მიდიოდა და მერსედესს ვუთხარი: ” ყველა დანარცენი საქმე შენ უნდა ითავო”. მთელი წელი გარეთ გამოუსვლელად ვიჯექი”  -იხსნებს მწერალი

თავდაპირველად არგენტინის გამომცემლობაში რომანის ერთი ნაწილი გაგზავნა, რადგან ფული არ ეყოთ. მეორე ნაწილის გასაგზავნათ სახლიდან ფასიანი ნივთები გაყიდეს. რომანმა მწერალს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

შემდეგ იყო: -პატრიარქის შემოდგომა, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, დიყვარული ჟამიანობის დროს და ა.შ. მას დაწერილი აქვს რომანები, მოთხრობები, ნოველები. მიიღო ნობელის პერია ლიტერატურის დარგში. 2002 წელს მან მემუარების დაგეგმილი ტრილოგიის პირველი ნაწილი  – “იცხოვრო რათა მოჰყვე” გამოუშვა.

მწერალი 2014 წლის 17 აპრილს  მეხიკოში გარდაიცვალა.

“როცა “მარტოობის ას წელიწადს”  ვქმნიდი, გამოვიყენე ჩემი დედ-მამის, პაპა-ბებიისა და საერთოდ იმ ხალხის გამოცდილება, ვისაც ბავშობიდანვე ვიცნობდი. გამოვიყენე მათგან გაგონილი ამბები. ლეგენდები, გადმოცემები. ხოლო „პატრიარქის შემოდგომა” მთლიანად ჩემს პირად გამოცდილებაზე აგებული რომანია, შეიძლება ითქვას – იგი ჩემი მემუარების ნაწილია. “

Gabriel-Garsia-Markesi-704x400

Posted in ლიტერატურა, მწერალი | Tagged , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ლედი ჩატერლეის საყვარელი

shop_product_image_1312რომანი, რომელიც სექსუალური სცენების გამო  32 წელი ინგლისში აკრძალული იყო. მისი პირველი ტირაჟი კი საერთოდ ამოიღეს და გაანადგურეს. რომანს აკრძალვა 1960 წელ ხმაურიანი სასამართლოს შედეგად მოეხსნა. დევიდ ლოურენსის ლედი ჩატერლეის საყვარელი ვფიქრობ, ერთ-ერთი გამორჩეული რომანია, რაც კი წამიკითხავს. მართალია სექსუალური სცენები წიგნში მრავლადაა, მაგრამ ეს მხოლოდ ეროტიკა არ არის. პირადად მე მათ გარდა ბევრი ადამიანური გრძნობები დავინახე. მისი წაკითხვისასა, რაღაცნაირად სიყვარულის და იმედის რწმენა გამიჩნდა.

დღევანდელ მსოფლიოში სექსი ჩვენ ცხოვრებაში საკმაოდ დიდი დოზითაა, როგორც ტელევიზიით, გადაცემებში, ფილმებში, ჟურნალებში, რომ მწერლის ჩანაფიქრს უფრო ადვილად ვიგებთ, ვიდრე მაშინდელი ინგლისი გაიგებდა, იმიტომ რომ დღეს ალბათ არავის, არაფერი არ უკვრის. ალბათ, ვისაც წაკითხული აქვს, რომანის სხვა ღირსებებს დაინახავს, ვიდრე მხოლოდ ეროტიკას. თუმცა წიგნზე ასაკობრივ შეზღუდვას ნამდვილად ვეთანხმები.

რომანის მთავარი გმირი მაღალი წრის ქალბატონია, რომელსაც პარალიზებული ქმარი და ძალიან სიმპატიური საყვარელი ჰყავს, ეს უკანასკნელი კი მისი ქმრის მეტყევეა. ამ კაცმა მას თავის ქალად აგრძნობინა  და ცხოვრება ახლიდან დააწყებინა. ჩემთვის მისი ქმარი ერთი უსუსური ადამიანია, რომელსაც მარტოობის ეშინია. იმდენად უსუსურია, რომ ცოლს სხვა კაცისგან ბავშვის გაჩენის ნებას რთავს.

ladychatterlyslover_dvdreview_splash650

სინამდვილეში კი ქალი ქმრისგან შეუფერებელ საყვარელს იჩენს და ის უყვარდება კიდეც. რომანის მთავარი მერსონაჟები, მართლაც გმირები არიან, ცხოვრებას არ დანებდნენ. რომანის დასასრული ცოტა გაურკვეველია, თუმცა ამით ავტორმა მკითხველს დასკვნის გამოტანის საშუალება მისცა.

სიუჟეტი რეჟისორებისთვის იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ფილმებს შორის რომანის არაერთი ეკრანიზაციაც გაჩნდა. პირველი 1955 წელს გადაიღეს. რომანის ეკრანიზაციებს შორის ყველაზე დასამახსოვრებელი 1981 წელს გადაღებული ფილმია აღმოჩნდა და ასევე 1993 წელს გადაღებული სერიალი.

o-LADY-CHATTERLEYS-LOVER-facebook-850x468 2BAC6C7E00000578-0-image-a-1_1440762456853

Posted in ლიტერატურა | Tagged , , , , , | 2 Comments

მარტოობის ასი წელიწადი

book

“გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამისმა ყინულის სანახავად, რომ წაიყვანა. “ – ასე იწყება ყველაზე გამორჩეული ნაწარმოების თხრობა. ერთი ჩვეულებრივი ოჯახის დრამა, რომელიც ერთ შორეულ მიყრუებულ მაკონდოში დაიწყო და დასრულდა.

ესაა რომანი, რომელიც შეიძლება ერთდროულად ყველაზე უცნაური, სასაცილო და ამავე დროს ყველაზე ტრაგიკული იყოს.  დრო გადის ბუენდიების ოჯახი იზრდება, იბადებიან, იზრდებიან და კვდებიან. ბუენდიების ოჯახის წევრები ყველა ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ, ეს მარტოობაა, რომელიც მუდამ თან სდევთ.

0463842e0c8a

ისინი იყვნენ ადამიანები, რომელთაც უყვარდათ, სძულდათ, შრომობობდნენ ომობდნენ, თავის გადარჩენას ცდილობდნენ. რომანში თქვენ ნახავთ, ოჯახის და პატარა ქალაქის ისტორიას, რომელიც დაარსებისას 10 ქოხი იდგა 100 წლის შემდეგ კი მთელი ქალაქია ნადგურდება  და ბუენდიების უკანასკნელი შთამომავალი კვდება.  რომანში ვერ შეხვდებით ბუენდიების ვერც ერთ წევრს, რომელიც თავისი ცხოვრებით ბედნიერია.

gaboკოლუმბიელი მწერლის გაბრიელ გარსია მარკესის რომანი “მარტოობის ასი წელიწადი” ჩემთვის ნამდვილად გამორჩეული ნაწარმოებია.  რომანი ორჯერ წავიკითხე, მაგრამ ორივეჯერ  განსხვავებული რაღაცეები დავინახე. მეორედ ორი წლის წინ წავიკითხე და ალბათ მალე მესამედაც წავიკითხავ. ყველაზე მეტად მწერლის ბუნებრიობა მომწონს, როდესაც ყველაზე უჩვეულოსაც ისე გვიყვება, თითქოს აქ  გასაკვირი არაფერია.
ყველაზე მეტად რომანში, ალბათ სახელები სიმცირე დაგაბნევთ, რადგან თითქმის ყველა გმირს თაობიდან თაობაზე მსგავსი სახელები გადაეცემათ. რომანში ალბათ სულ 10-მდე სახელს შეხვდებით, თუმცა უამრა პერსონაჟს.

დასასრულს კი აურელიანომ იცოდა, რომ ოთახიდან ვერასოდეს ვერ გავიდოდა, რადგან წინასწარმეტყველების მიხედვით  მაკონდო  პირისაგან მიწისაგან აღიგვებოდა, სწორედ იმ წამს, როდესაც აურელიანო პერგამენტების ამოკითხვას დაამთავრებდა.

“და რომ იქ აღწერილი ამბავი მეტად აღასოდეს განმეორდებოდა, რამეთუ იმ კაცთა მოდგმა, რომელიც განწირულია ასი წლის მარტოობისთვის, მეორედ აღარ მოვა ამქვეყნად.” 

markesi

Posted in ლიტერატურა | Tagged , , | 2 Comments